API დოკუმენტაცია

დააკავშირეთ თქვენი სისტემა CloudSMS-თან რამდენიმე წუთში. გააგზავნეთ SMS და შეამოწმეთ ბალანსი მარტივი HTTP მოთხოვნით — JSON ან Form Data ფორმატით.

BASE https://cloudsms.ge/api/v2/

დაწყება

API-ს გამოსაყენებლად სამი ნაბიჯია საჭირო:

1

რეგისტრაცია

შექმენით ანგარიში და შეავსეთ SMS ბალანსი.

2

Sender ID

დაარეგისტრირეთ გამომგზავნის სახელი და დაელოდეთ დადასტურებას.

3

API გასაღები

კაბინეტში, API გვერდზე, დააგენერირეთ თქვენი გასაღები.

ავტორიზაცია

ყველა მოთხოვნაში გადაეცით თქვენი API გასაღები პარამეტრით key. გასაღების ნახვა და მართვა შეგიძლიათ კაბინეტის API გვერდზე.

API გასაღები საიდუმლოა. ნუ გამოაქვეყნებთ მას ბრაუზერის კოდში ან საჯარო რეპოზიტორიაში — გამოიყენეთ მხოლოდ სერვერის მხრიდან. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეზღუდოთ დაშვებული IP მისამართები.

POST SMS გაგზავნა

POSThttps://cloudsms.ge/api/v2/send/

მოთხოვნა შეიძლება გაიგზავნოს JSON ფორმატით (რეკომენდებულია) ან Form Data / Query პარამეტრებით (GET ან POST).

პარამეტრები

პარამეტრიაღწერასავალდ.მაგალითი
keyთქვენი API გასაღებიკიyour_api_key
destinationმიმღების ნომერი, ან რამდენიმე ნომერი მძიმით გამოყოფილიკი555123456, 995555123456
senderდადასტურებული გამომგზავნის სახელი (Sender ID)კიCompany
contentშეტყობინების ტექსტიკიHello World
urgentსასწრაფო შეტყობინება — true ან falseარაtrue

კოდის მაგალითები

აირჩიეთ ენა და დააკოპირეთ მზა კოდი. ჩაანაცვლეთ your_api_key და SenderName თქვენი მონაცემებით.

curl -X POST https://cloudsms.ge/api/v2/send/ \
  -H "Content-Type: application/json" \
  -d '{
    "key": "your_api_key",
    "destination": "555123456",
    "sender": "SenderName",
    "content": "გამარჯობა!",
    "urgent": "true"
  }'
რამდენიმე მიმღებისთვის destination-ში ჩაწერეთ ნომრები მძიმით: 555123456,599000111.

პასუხები

API ყოველთვის აბრუნებს JSON ობიექტს ველებით Success, Message, ErrorCode და Output.

წარმატებული პასუხი

200 OK
{
  "Success": true,
  "Message": "Messages Processed",
  "ErrorCode": 0,
  "Output": {
    "messages": [
      { "phone": "995555123456", "status": "SENT" }
    ]
  }
}

შეცდომა

401 Unauthorized
{
  "Success": false,
  "Message": "Invalid API Key",
  "ErrorCode": 80,
  "Output": []
}

GET ბალანსის შემოწმება

GEThttps://cloudsms.ge/api/v2/balance/?key=your_api_key
200 OK
{
  "Success": true,
  "Message": "Balance Retrieved",
  "ErrorCode": 0,
  "Output": { "balance": 12500 }
}

შეცდომის კოდები

ErrorCodeHTTPმნიშვნელობა
0200წარმატება
10400ნომრის არასწორი ფორმატი (უნდა იყოს 5XXXXXXXX ან 9955XXXXXXXX)
20402არასაკმარისი SMS ბალანსი
60400აკლია sender ან content
70400აკლია destination
80401არასწორი API გასაღები
81403API გასაღები გათიშულია
82403IP მისამართი არ არის დაშვებული
85400Sender ID ვერ მოიძებნა ან არ არის დადასტურებული
88403მომხმარებლის ანგარიში დაბლოკილია
90400შეტყობინების შინაარსი დაიბლოკა (აკრძალული სიტყვა)
99500სერვერის შიდა შეცდომა
500401API გასაღები არ არის მითითებული

სიმბოლოები და ნომრები

კოდირებაერთი SMSმრავალნაწილიანი (თითო ნაწილი)
GSM 7-bit (ლათინური)160 სიმბოლო153 სიმბოლო
Unicode / UCS-2 (ქართული)70 სიმბოლო67 სიმბოლო
ქართული ტექსტი ავტომატურად იგზავნება Unicode კოდირებით. ნომრები მიიღება ფორმატით 5XXXXXXXX ან 9955XXXXXXXX.

დახმარება გჭირდებათ ინტეგრაციაში?

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ — მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

კონტაქტი API გასაღების მიღება