კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შპს „ემ ეს ჯგუფი“ (ს/კ: 404404122) (შემდგომში: „ემ ეს ჯგუფი“) გაცნობებთ, რომ 2024 წლის პირველი მარტიდან იცვლება „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსხვავებულად არეგულირებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებას.
როდის ირღვევა კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სმს მარკეტინგის სფრეროში?
მონაცემთა დამმუშავებელი ან /და უფლებამოსილი პირი ვალდებულია ყველა სარეკლამო სმს შეტყობინების ტექსტში მიუთითოს სმს რეკლამაზე უარის თქმის მექანიზმი თანაც ხელმისაწვდომი და ადეკვატური, რომ მონაცემთა სუბიექტმა მარტივად განაცხადოს უარი სმს რეკლამის მიღებაზე.
კომპანიის მხრიდან კანონი პერსონალურ მონცემთა დაცვის შესახებ უხეშად ირღვევა მაშინ, როდესაც მონაცემთა სუბიექტი უარს განაცხადებს სმს რეკლამის მიღებაზე და ამავე კომპანიისგან ისევ მიიღებს სარეკლამო სმს შეტყობინებას.
ასევე ირღვევა მონაცემთა სუბიექტის უფლებები მაშინ, თუ მისი მონაცემები არ არის მოპოვებული საჯარო წყაროებიდან.
ემ ეს ჯგუფი და თქვენი მონაცემების დამუშავება
გაცნობებთ, რომ ემ ეს ჯგუფი წარმოადგენს ავტორიზებულ SMS პროვაიდერს და ინტერნაციონალურ SMS ჰაბს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მოთხოვნის შესაბამისად, მისთვის ტექნიკური შესაძლებლობის მინიჭებას და SMS-ების ადრესატისთვის დაგზავნას. ემ ეს ჯგუფისა და მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების ურთიერთობა დარეგულირებულია თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულებით.
პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე თქვენი თანხმობა გულისხმობს, რომ თქვენ მიიღებთ ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორი კომპანიებისგან ნებისმიერი სახის სარეკლამო შეტყობინებებს/შეთავაზებებს თქვენ მიერ თანხმობის უკან გახმობამდე.
სარეკლამო SMS-ის მიღებაზე უარის თქმის ინსტრუქცია
თუ გსურთ, რომ უარი განაცხადოთ ემ ეს ჯგუფისა და მისი პარტნიორი კომპანიებისგან სარეკლამო SMS-ების მიღებაზე, მოკლე ნომერზე: 90235 უნდა გააგზავნოთ SMS, რომლის ტექსტშიც ვკრეფთ სიტყვას: NO
თანხმობის კვლავ გასააქტიურებლად, გააგზავნეთ სიტყვა ON იმავე ნომერზე: 90235
მონაცემთა შენახვა და დაცვა
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვენ შევინახავთ თქვენს მონაცემებს „უარების სიაში“, რათა არ მოხდეს სარეკლამო SMS-ების თქვენთვის კვლავ გამოგზავნა.
ჩვენ დავამუშავებთ თქვენს მონაცემებს, მანამ სანამ არ გამოიხმობთ თქვენ მიერ გაცემულ თანხმობას.